“კვირას” ინფორმაციით, სამართალდამცველი, რომელიც, გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მამის განცხადებით, მას ურეკავდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში გამოკითხვაზეა დაბარებული.
“კვირა” დეტალების გასარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს. დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მამის განცხადებით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი მას დაუკავშირდა და ბაჩალიაშვილის კუთვნილი კომპიუტერის შესახებ გარკვეული ინფორმაცია მიაწოდა.