სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 37 ათასს გადააჭარბა
სომხეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის მხოლოდ 73 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჯამურად, რესპუბლიკაში უკვე 37 390 ინფიცირებულია.
ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გასულ დღე-ღამეში ვირუსს 6 ადამიანი ემსხვერპლა, სულ 705 ლეტალური შემთხვევაა.
ასევე, ვირუსის დამარცხება 26 665-მა პირმა შეძლო, მკურნალობას 9793 პაციენტი განაგრძობს