თურქეთში ავტობუსი გადაბრუნდა, არიან დაღუპულები

თურქეთში, მერსინის პროვინციაში სამხედროების ავტობუსი გადაბრუნდა.

ინციდენტს, სულ მცირე, 5 ჯარისკაცი ემსხვერპლა. მძიმე მდგომარეობაში მყოფი 10 ადამანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

Hurriyet Daily News-ის ინფორმაციით, სამხედროების გარდა, გარდაცვლილთა შორის ავტობუსის მძღოლიც არის.

ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურები მუშაობენ. მომხდარის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები