ქობულეთში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე 35 წლის კაცი დაჭრეს. ახალგაზრდა კაცს ჭრილობა ფეხის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია და დაჭრილი კლინიკიდან უკვე გაწერეს.

- რეკლამა -

- რეკლამა -

კონფლიქტის მიზეზებზე ოჯახის წევრები არ საუბრობენ. როგორც ცნობილია, დაჭრილი ქობულეთის სამაშველო სამსახურის უფროსის, მამუკა ხაბაზის ძმაა.

არსებული ინფორმაციით, მომხდარში სავარაუდო ბრალდებული დაკავებული არ არის.

შემთხვევა წუხელ, დაახლოებით ღამის 2 საათზე მოხდა.

შს სამინისტროში “რეგიონულ კვირას” განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე და 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები