ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მსოფლიოში, ერთ დღეში, კორონავირუსით ინფიცირების 284 ათასი შემთხვევა გამოავლინა, ჯამში უკვე 15 736 813 დადასტურებული შემთხვევაა.
ასევე, ორგანიზაციის მონაცემით, ბოლო 24 საათში, ვირუსს მსოფლიოში 9,7 ათასი პაციენტი ემსხვერპლა, ჯამური მაჩვენებელი კი, 639 653 ლეტალურ შემთხვევას შეადგენს.
ერთი დღით ადრე, ორგანიზაციამ 247,2 ათას ინფიცირებულსა და 7 ათასს გარდაცვლილზე განაცხადა.
ამასთან, მსოფლიოს მასშტაბით ვირუსის დამარცხება 9 043 205 პირმა შეძლო.