პროგრამა „საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის” ფარგლებში პირველი სესხი ,,თიბისიმ” გასცა
აქ.ახლა, ბიზნესების მხარდასაჭერად “საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის” ფარგლებში პირველი სესხი ,,თიბისიმ” გასცა. ფინანსური მხარდაჭერით კომპანია „გეფერინმა” ისარგებლა.
„საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი” ,,თიბისი ბანკისა” და „აწარმოე საქართველოში” თანამშრომლობით ხორციელდება და ის ბიზნესსესხებზე სახელმწიფოს მხრიდან უზრუნველყოფის კომპონენტში 90%-მდე თანამონაწილეობას გულისხმობს.
პროგრამა მიზნად ისახავს ბიზნესსესხებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას იმ ბენეფიციარებისთვის, რომელთაც არ აქვთ საკმარისი უზრუნველყოფა. „საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის” ფარგლებში, სესხის მინიმალური მოცულობა 50 000 ლარია, მაქსიმალურ – 5,000,000 ლარი. პროგრამა განკუთვნილია იმ ბიზნესებისთვის, რომელთა წლიური რეალიზაცია არ აღემატება 20 მლნ ლარს, ხოლო ჯამური სასესხო დავალიანება – 12 მლნ ლარს.
„საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი” ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან 30%-მდე უზრუნველყოფაში თანამონაწილეობას, მათთვის ვისაც COVID-19-ის უარყოფითი ზეგავლენის გამო პრობლემები შეექმნა. ასეთ ბიზნესებს შესაძლებობა აქვთ, რესტრუქტურიზაციის მოქნილი სტრუქტურით ისარგებლონ.
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე – https://www.tbcbank.ge/web/ka/businessloan, ასევე ,,თიბისის” ცხელი ხაზის (032) 2 27 27 27 საშუალებით და ფილიალში სტუმრობით.
R