რატომ ჰქვია დოლარს დოლარი – ვალუტა, რომელსაც 200 წლის წინ არავინ იცნობდა

ფაქტი ჯიუტია – ვალუტა, რომელსაც 200 წლის წინ, ფაქტობრივად, არავინ იცნობდა, დღეს გადახდის ძირითადი საშუალება და ფულის ერთეულია მთელს მსოფლიოში. ის სინონიმია ეკონომიკური სტაბილურობის. სწორედ დოლარში აქვთ განთავსებული თავიანთი ფულადი რეზერვები მსოფლიოს ყველა წამყვან სახელმწიფის და არამარტო მათ. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მონაცემებით, 2020 წლის პირველი კვარტლის ბოლოს მსოფლიოს ქვეყნების რეზერვებში დოლარის ჯამურმა რაოდენობამ 70 პროცენტს მიაღწია (მეორე ყველაზე პოპულარული ვალუტის, ევროს, რეზერვები ძლივს აღწევს 20 პროცენტს). არასტაბილურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ გარემოს მქონე ქვეყნებში, სადაც ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი ინფლაციის გამო მუდმივად იცვლება, დოლარი სწრაფად ხდება გადახდისა და ფულის შესანახვის ძირითადი საშუალება.

თუმცა, ეს ყოველთვის ასე არიყო. დოლარმა აშშ-ში ოფიციალური ვალუტის სტატუსი 1785 წლის 6 ივლისს მიიღო. მას შემდეგ დოლარმა განიცადა კრიზისის რამდენიმე ტალღა და დიდი ხნის განმავლობაში არ სარგებლობდა ამერიკის მოქალაქეების ნდობითაც კი. დოლარს თითქმის 200 წელი დასჭირდა მსოფლიოს დასაპყრობად და გლობალური ვალუტის ბაზრის ლიდერი გახდა. ამ ხნის განმავლობაში მსოფლიოს ყველაზე პოპულარულმა ვალუტამ არაერთხელ შეიცვალა ვიზუალი. თუმცა დასახელებამ საუკუნეებს გაუძლო.

საინტერესოა, რომ ამერიკული ვალუტის სახელი შეერთებულ შტატებში არ გამოუგონიათ. ეს დასახელება ცნობილია, დაახლოებით, 500 წლის განმავლობაში და აშშ-ში ძველი სამყაროდან, ანუ ევროპიდან მოვიდა. სიტყვა “დოლარი” მომდინარეობს ვერცხლის მონეტადან – “თალერი”, რომელიც ფართო მიმოქცევაში იყო მე -16 საუკუნის ევროპაში. მონეტა თავდაპირველად ბოჰემიაში (თანამედროვე ჩეხეთის ტერიტორია) გამოჩნდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც იქ ძვირფასი ლითონის მდიდარი მარაგი აღმოაჩინეს. ვერცხლის „თალერებმა“ სწრაფად შეცვალეს სხვა მონეტები ძვირფასი ლითონების დაბალი შემცველობით. ის ევროპულ ბაზარზე იმდენად პოპულარული გახდა, რომ ამ დასახელებამ მალევე შეაღწია ევროპის ბევრ ქვეყანასა და ენაში. ადაპტაციის პროცესში, სიტყვამ შეიცვალა ჟღერადობა: მაგალითად, ნიდერლანდებში ის გადაიქცა „დალადად“, ინგლისურენოვან სამყაროში კი მიიღო „დოლარის“ (დოლარის) ფორმა.

“დოლარი” – ეს სახელი შეერთებულ შტატებში ესპანეთის წყალობით შევიდა. ლათინური და ჩრდილოეთ ამერიკის კოლონიზაციის დროს ესპანელებმა აღმოაჩინეს ვერცხლის კოლოსალური მარაგი ბოლივიაში, პერუსა და მექსიკაში. 300 წლის განმავლობაში, 1500-იანი წლებიდან მე-19 საუკუნის დასაწყისამდე ესპანეთი გახდა მსოფლიოში ვერცხლის მთავარი მწარმოებელი (იგი მსოფლიო წარმოების 85 პროცენტს შეადგენს). ესპანეთის ვერცხლის პესომ, საბოლოოდ, ევროპული „თალერებს” ხარისხით გადააჭარბა და ის მთლიანად ჩაანაცვლა. ჩრდილოეთ ამერიკაში პესო გახდა ცნობილი, როგორც “ესპანური დოლარი” და დიდი პოპულარობა მოიპოვა კოლონიურ პერიოდში. აშშ-ის დამოუკიდებლობის ომამდე (1775-1783) ფუნტი სტერლინგი ბრიტანეთის 13 კოლონიაში გადახდის ოფიციალური საშუალება იყო. იმის გამო, რომ ბრიტანეთი უკრძალავდა კოლონისტებს საკუთარი მონეტების ზარაფხანაში მოჭრას, მათამ დეფიცითის შევსება ესპანური დოლარით გადაწყვიტეს. ამ ვალუტის გავლენა აშშ-ის მონეტარულ სისტემაზე სწრაფად გაიზარდა და დეფიციტის შესავსებას მისი მოჭრა ადგილობრივ ზარაფხანებშიც დაიწყეს. “ესპანური დოლარისგან” ერგო აშშ-ის დოლარს საყოველთაოდ ცნობილი ნიშანი, გადახაზული ლათინური ასო – $ -იც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები