მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის დღეს გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან რვა ლილოს ბაზრობაზე დაფიქსირდა

“კორონავირუსის დღეს გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან რვა ლილოს ბაზრობაზე დაფიქსირდა”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი მონაცემებით, კოვიდცენტრებში 214 ინფიცირებული მკურნალობს.

„19 პაციენტის კონფიგურაცია კი ასეთი გახლავთ: რვა შემთხვევა არის ლილოს ბაზრობიდან; ხუთი შემთხვევა – გაჩიანიდან; ორი შემთხვევა შემოტანილია, იმპორტირებული, აქედან ერთერთი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია; ერთი შემთხვევა გახლავთ სამედიცინო პერსონალი და სამ შემთხვევაზე გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და სულ 1104-ს შეადგენს, ასევე, გამოჯანმრთელდა კიდევ ერთი პაციენტი და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 912 გახდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები