უფასო კარდიოლოგიური გამოკვლევები ქუთაისელი ვეტერანებისთვის

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, ქუთაისელი ვეტერანებისთვის  უფასო კარდიოლოგიური გამოკვლევები ჩატარდება.

მათივე ინფორმაციით, ბენეფიციართა მიღება წინასწარი ჩაწერის საფუძველზე იწარმოებს.

“მიმდინარე წლის 25-26 ივლისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ქუთაისში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისათვის, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმები, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს ( ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები ) ჩაატარებენ.

ბენეფიციართა მიღება იწარმოებს წინასწარი ჩაწერის საფუძველზე. 10:00 საათიდან, მისამართზე: ქ. ქუთაისი; ორახელაშვილის ქ. N 10; 112-ის შენობა;
კარდიოლოგიური კვლევების საჭიროების მქონე ვეტერანები წინასწარ უნდა დაუკავშირდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის იმერეთის სამმართველოს”, – წერია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები