მარიამ ჯიშკარიანი: თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარს ცეცხლნასროლი ან სხვა სახის ჭრილობა არ აღენიშნება

“ჩატარებული კვლევების საფუძველზე, ამ ეტაპზე შეგვიძლია, განვაცხადოთ შემდეგი – თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარს ხილული ტრავმული დაზიანებები არ აღენიშნება”, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა ექსპერტმა, ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელმა, მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, წინასწარი მონაცემებით, სიკვდილის ხანდაზმულობა 3-5 დღეა.

„ჩატარდა გვამის გარეგანი და შინაგანი დათვალიერება, რენდგენოსკოპიული კვლევა, აღებული იქნა ნიმუშები ჰისტოლოგიური და ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზისთვის. ჩატარებული კვლევების საფუძველზე, ამ ეტაპზე შეგვიძლია, განვაცხადოთ შემდეგი: ხილული ტრავმული დაზიანებები არ აღინიშნება. ენდოსკოპიური და შინაგანი გამოკვლევით ძვლების ტრავმული დაზიანება არ გამოვლენილა. ცეცხლნასროლი და სხვა სახის ჭრილობები არ იქნა ნანახი. გამოვლინდა შორს წასული, მოგვიანებითი გვამური მოვლენები. სხეულის ზედაპირული დაზიანებები, სისხლნაჟღენთები და ტრავმული დაზიანების სხვა შედეგების აღმოჩენა შეუძლებელი იყო მკვეთრად გამოხატული და შორსწასული გვიანი გვამური მოვლენების გამო. წინასწარი მონაცემებით, სიკვდილის ხანდაზმულობა 3-5 დღეა. სიკვდილის უშუალო მიზეზის დასადგენად აუცილებელია ჰისტოლოგიური და ტოქსიკოლოგიური კვლევის შედეგები. რეკომენდებულია კომპლექსურ-კომისიური ექსპერტიზა სისხლის სამართლის საქმის მასალების შესწავლით“, – განაცხადა ჯიშკარიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები