,,თიბისის” Live-სესიები ,,აქ.ახლა” გრძელდება – მსურველებს საშუალება აქვთ, ვირტუალურად დაესწრონ მსახიობ ნინო კასრაძის სესიას

,,თიბისის” Live-სესიები – აქ.ახლა – გრძელდება.

დღეს, 20:00 საათზე, ყველა მსურველს საშუალება აქვს ვირტუალურად დაესწროს მსახიობ ნინო კასრაძის სესიას თიბისის Facebook გვერდის დახმარებით.

ლაივჩართვა დიალოგის რეჟიმში ჩატარდება, მისი მოდერატორი მწერალი – ნესტან-ნენე კვინიკაძე იქნება.

სესიის ,,აქ.ახლა – ხელოვანი თანამედროვე სამყაროში” ფარგლებში, მსახიობი თავისი პროფესიის თავისებურებებზე და მისთვის აუცილებელ თვისებებზე, განვლილ შემოქმედებით გზაზე, თანამედროვე სამყაროში ადგილის ძებნის სირთულეზე, სხვაობაზე კინოსა და თეატრს შორის და ყოველდღიურ ცხოვრებაში პოეზიის მნიშვნელობაზე ისაუბრებს.

R

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები