სოსო რობაქიძე: ოქრუაშვილს არ დავინდობ, წუთი-წუთზე მოიხდის სასჯელს

“ირაკლი ოქრუაშვილს არ დავინდობ და მოიხდის წუთი-წუთზე სასჯელს”, – ამის შესახებ ბუტა რობაქიძის მამამ, სოსო რობაქიძემ განაცხადა.

“როდესაც ბუტა მოკლეს, მალევე იკვეთება ადეიშვილისა და ოქრუაშვილის დანაშაული. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, 10 თუ 15 წელს ჩაჯდება ადამიანი ციხეში, ჩემთვის მნიშვნელოვანია, აღიარონ დანაშაული. თუმცა, ოქრუაშვილს ამაში არ დავინდობ, მოიხდის წუთი-წუთზე სასჯელს“, – განაცხადა რობაქიძემ.

22 ივლისს ირაკლი ოქრუაშვილი ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე სასამართლოშია დაბარებული.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები