კომპანიაში, სადაც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, სამართალდამცველები იმყოფებიან.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამჟამად, კომპანია „ზეგ“-ში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
„ამ ეტაპზე ოფისში არსებული კომპიუტერების ამოღებას ვახდენთ“, – განაცხადა შსს-ს წარმომადგენელმა.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს. მაშველებმა გოგონა თეთრიწყაროს ტყეში ნახეს.