ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის დრამატულმა თეატრმა ღია ცის ქვეშ წარმოდგენა გამართა (ფოტო, ვიდეო)

ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის დრამატულმა თეატრმა პანდემიის პირობებში შეწყვეტილი სპექტაკლები განაახლა და ერთგულ მაყურებელს ღია ცის ქვეშ, თეატრის ეზოში უმასპინძლა. თეატრალიზირებული საღამო დაახლოებით 2 საათის განმავლობაში გაგრძელდა.

„ჯორჯიან მანგანეზის“ მხარდაჭერით თეატრის ეზოს კედელი მოიხატა და ღია სივრცის კეთილმოწყობისთვის საჭირო ინვენტარის უზრუნველყოფა მოხდა.

სასიამოვნო გარემოში თეატრის მსახიობებმა და მოწვეულმა სტუმრებმა მაყურებლებს სხვადასხვა სახის პერფორმანსი ორიგინალურად შესთავაზეს. სცენაზე მაყურებლის წინაშე ჭიათურის დრამატული თეატრის მსახიობების გარდა, პოეზიის საღამოთი მსახიობი მაკა შალიკაშვილი და სიმღერების კრებულით „კვარტეტი ჭიათურა“ წარსდგა.

კომპანიაში „ჯორჯიან მანგანეზი” განმარტავენ, რომ მსგავსი ღონისძიებების მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები