ირაკლი კობახიძე: ალეკო ელისაშვილი არის სიცარიელე, აბსოლუტური ნული

ალეკო ელისაშვილი არის სიცარიელე, აბსოლუტური ნული, რომელსაც საქმე არ გაუკეთებია ცხოვრებაში, არ შეიძლება, თავს დებდე ყარაჩოღელობაზე და იქცეოდე, როგორც კინტო , – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ TV პალიტრანიუსის თოქ-შოუ “360 გრადუსში” განაცხადა. აღნიშნულით კობახიძე გამოეხმაურა ელისაშვილის მიერ ამავე გადაცემაში გაკეთებულ განცხადებას, სადაც მან თქვა, რომ „ქართლმა ოცნებამ“ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატად დავით სერგეენკო იმიტომ დააყენა, რომ შეეშინდა პირველ ტურში დამარცხების.

კობახიძეს თქმით, ელისაშვილს ცხოვრებაში საქმე არ გაუკეთებია, „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებული კანდიდატი დავით სერგეენკო კი პირდაპირ არის დაკავშირებული ფუნდამენტურ რეფორმებთან.

„აქეთ არის დავით სერგეენკო, რომლის შემოქმედება არის ეს ყველაფერი და აქეთ არის ალეკო ელისაშვილი – სიცარიელე, აბსოლუტური ნული, რომელსაც საქმე არ გაუკეთებია ცხოვრებაში. ეს არის სიცარიელეზე მეტი – არ შეიძლება, ადამიანი თავს დებდე ყარაჩოღელობაზე და იქცეოდე, როგორც კინტო. სერგეენკო და ელისაშვილი არის მაგალითი – აქეთ არის უზარმაზარი საქმე, იქით სიცარიელე და უფრო მეტი“,- განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები