პაატა იმნაძე: ბიზნესები გაიხსნა, აგერ, ქორწილებიც უკვე დაშვებულია, მაგრამ თუ არ დავიცავთ წესებს, „კორონა“ არ გაჩერდება

“ბიზნესები ქვეყანაში გაიხსნა, აგერ, ქორწილებიც არის უკვე დაშვებული, მაგრამ ჩვენ თუ არ დავიცავთ წესებს, „კორონა“ არ გაჩერდება”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის მოადგილემ, პაატა იმნაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

რაც შეეხება გარდაბანს, იმნაძის თქმით, მოსახლეობა ეპიდემიოლოგებთან ჯერ ძალიან კარგად თანამშრომლობს.

„ჩვენი ჯგუფები იქ მუშაობენ დღეს და კარგია მოსახლეობის გამოძახილი, მოდიან ადამიანები, იკვლევენ. თუ არაფერი პრობლემა არ იქნება მოსახლეობის მასობრივ კვლევებთან დაკავშირებით, არ გახდება საჭირო არავითარი გამკაცრება რეჟიმისა.

მთავარია, ყველა ადამიანმა დაიცვას უმარტივესი წესები, რაც დარჩა.

მოგეხსენებათ, პრაქტიკულად, ძალიან ცოტა დარჩა ისეთი, რაც გაუხსნელია. ასე ვთქვათ, ბიზნესები ქვეყანაში გაიხსნა, აგერ, ქორწილებიც არის უკვე დაშვებული. მაგრამ ჩვენ თუ არ დავიცავთ წესებს, „კორონა“ არ გაჩერდება. შანსი არის ერთი, ყველას უნდა გვეკეთოს ნიღაბი. დავიცვათ სოციალური დისტანცია, მაშინ არაფერი არ დაიკეტება. თუ გვეკეთება ნიღაბი, დავიცავთ დისტანციას, არავითარი საშიშროება არ იქნება“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები