“ტირილი დაიწყო” – ლუცკში მძევლად აყვანილმა ქალმა მეგობარს დაურეკა

ქალაქ ლუცკში მძევლად აყვანილმა ერთერთმა ქალმა მეგობართან დარეკვა მოასწრო, თუმცა ზარი გაწყდა.

ადგილობრივ მედიას ქალის მეგობარმა, ანგელინამ უამბო: “დაახლოებით, 9:36 საათზე დამირეკა და მთხოვა, ნებისმიერ ტელეარხზე დამერეკა და მეცნობებინა, რომ ის ავტობუსშია მძევლად აყვანილი და რომ ავტობუსი დანაღმულია. მას პოლიციაში დარეკვა არ უთხოვია, შესაძლოა, პოლიცია უკვე ადგილზე იყო. ტირილი დაიწყო, ამის შემდეგ კავშირი გაწყდა, ჩვენი საუბარი 33 წამს გაგრძელდა. მასთან კავშირზე ვეღარ გავდივარ”.

ლუცკში ამჟამად სპეცოპერაცია – “მძევალი” მიმდინარეობს. ადგილზე შს მინისტრი მიემართება, თუმცა ბოროტმოქმედი სამართალდამცველებთან კავშირზე არ გადის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები