სააპელაციო სასამართლომ მიხეილ კალანდიას განაჩენი ძალაში დატოვა

ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას საქმეზე სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს განაჩენი უცვლელად დატოვა.

დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა მიხეილ კალანდია 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს. ის თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და თავისუფლების 15 წლით  აღკვეთა შეუფარდა, თუმცა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და, საბოლოოდ, სასჯელის სახით 11 წელი და სამი თვე შეეფარდა.

საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება დაცვის მხარემ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და გამამართლებელ განაჩენს ითხოვდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები