ეკატერინე ტიკარაძე: ქართველი ხალხი გააკეთებს არჩევანს უსაფრთხოების, კეთილდღეობისა და განვითარებისკენ

„ქართველი ხალხი კვლავ გამოიჩენს მაღალ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას და გააკეთებს სწორ არჩევანს 2020 წლის არჩევნებში უსაფრთხოების, კეთილდღეობისა და განვითარებისკენ”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ პარტია „ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, პარტია „ქართული ოცნება” შეძლებს, ქართველ ხალხს არ გაუმტყუნოს ის მოლოდინი, რომელსაც ჩაიბარებს.

„პარტია “ქართული ოცნება”, თავისი სრული გუნდით, პასუხისმგებლიანი და მაღალპროფესიონალური კადრებით შეძლებს, არ გაუმტყუნოს ქართველ ხალხს ის მოლოდინი, რა პასუხიმგებლობასაც მოსახლეობა კიდევ ერთხელ ჩააბარებს ,,ქართულ ოცნებას”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები