გია ვოლსკი: ამომრჩეველს ვპირდებით, რომ ინტენსიურად ვიმუშავებთ, რათა თავი დავაღწიოთ ორ უბედურებას – ოკუპაციასა და ვირუსის შემოტევას
“ამომრჩეველს ვპირდებით, რომ ჩვენი საქმიანობა იქნება ინტენსიური იმისათვის, რათა თავი დავაღწიოთ ორ უბედურებას – ოკუპაციასა და ვირუსის შემოტევას”, – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, “ქართული ოცნება” საერთაშორისო ასპარეზზე მძლავრ პოზიციებს დაიკავებს.
„ვფიქრობ, გავიმარჯვებთ იმდენად, რამდენადაც საზოგადოების განწყობა ზოგადად, არამარტო ჩვენ რაიონში, არის პოზიტიური,ლ მიუხედავად იმისა, რომ სირთულეებია. სირთულეებთან გასამკლავებლად საზოგადოება სწორედ „ქართულ ოცნებას“ ირჩევს, როგორც სტაბილურობის გარანტს, როგორც უფრო რეალურ რესურსს. საქართველოში ამომრჩეველს ვპირდებით იმას, რომ განვითარებას საფუძვლად ექნება სტაბილურობა, რასაც ამ 8 წელიწადში საგანგებო ყურადღება ექცეოდა. ვპირდებით იმას, რომ ძალიან მძლავრ პოზიციებს დავიკავებთ საერთაშორისო ასპარეზზე. ვპირდებით იმას, რომ ჩვენი საქმიანობა იქნება ინტენსიური იმისათვის, რათა თავი დავაღწიოთ ორ უბედურებას – ოკუპაციასა და ვირუსის შემოტევას“, – განაცხადა ვოლსკიმ.