“ქართული ოცნება” ერთიანი გუნდია, რომელიც პროფესიონალიზმზე, დიდ პასუხისმგებლობასა და გამოცდილებაზეა დაფუძნებული”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, “ქართული ოცნება” არჩევნებზე ღირსეულად გაიმარჯვებს.
“ქართული ოცნება“ არის უაღრესად გამოცდილი პროფესიონალების გუნდი, წარმატებით გადალახავს ყველა საარჩევნო კამპანიის დროს ყველა პროცესს და ღირსეულად გაიმარჯვებს.
დარწმუნებული ვარ, ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური კურსი იქნება შეუქცევადი, რადგანაც რვა წლის განმავლობაში, რაც „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში, რაც იყო დადასტურებული ქმედებით, კონკრეტული საქმიანობითა და ხელშესახები შედეგებით. ეს გზა გაგრძელდება ოქტომბრის გამარჯვების შემდეგაც, რადგან თუნდაც ის ბოლო საკონსტიტუციო ცვლილებები, არის ერთერთი მნიშვნელოვანი გარანტი, რომ ჩვენ მივდივართ თანმიმდევრულად საბოლოო მიზნისკენ, რაც არის ჩვენი სრულფასოვანი გაწევრიანება ევროკავშირში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.