საქართველოში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ხარისხის კონტროლი გრძელდება

ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების კონკურენტუნარიანი პროდუქციის მიწოდების უზრუნველსაყოფად ერთერთი მთავარი მიმართულება ხარისხის მუდმივი კონტროლია.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შესაძლო ფალსიფიცირების გამოსავლენად წლის დასაწყისში ღვინისა და სპირტიანი სასმელების წარმოების ტექნიკურ რეგლამენტებში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმად, ღვინო და ალკოჰოლიანი სასმელები ნახშირბადის სტაბილური იზოტოპის თანაფარდობაზე შემოწმდება, რაც განსაზღვრავს იმას, პროდუქცია არის თუ არა ყურძნისეული წარმოშობის.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული პროცესების მიუხედავად, ღვინის ეროვნულ სააგენტოში არ შეფერხებულა ხარისხის კონტროლის მიმართულებით მუშაობა.

კერძოდ: მიმდინარე წლის 6 თვეში საექსპორტო პროდუქციის ინსპექტირება განხორციელდა ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ 175 კომპანიაში. სულ აღებული იყო 427 ნიმუში, სერტიფიკატის მიღებაზე უარი ეთქვა 13 კომპანიას; საექსპორტე ალკოჰოლური სასმელების ორგანოლეპტიკური ტესტირების მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო სადეგუსტაციო კომისიაში ჩატარდა 118 დეგუსტაცია. სულ წარმოდგენილი იყო 4131 ნიმუში, მათგან უარყოფითად მხოლოდ 202 შეფასდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები