ჭავჭავაძის გამზირზე, ძველი სტუდქალაქის მიმდებარედ და სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში დაავადებული და ხმობადი ფიჭვები მოიჭრება

“დედაქალაქში დაავადებული და ხმობადი ფიჭვების სანიტარიული ჭრის პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს”,- ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით, 20 ივლისიდან, აღნიშნული სამუშაოები ეტაპობრივად დაიწყება და ტერიტორიაზე ჯამში, 113 ძირი დაავადებული და ხმელი ფიჭვი მოიჭრება.

“თბილისის მერიის ინიციატივით, დაავადებული ფიჭვების მდგომარეობა საერთაშორისო ექსპერტებმა შეისწავლეს. მსგავსი ტიპის კვლევა საქართველოში პირველად ჩატარდა. სპეციალისტებმა ლაბორატორიული კვლევები ევროკავშირში აკრედიტებულ ლაბორატორიაში ჩაატარეს. მათი ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი დაავადების გავრცელების პრევენცია და ჯანსაღი კორომების გადარჩენა იყო.

სანიტარიული ჭრა დედაქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე ეტაპობრივად გაგრძელდება. სამუშაოებს შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ განახორციელებს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები