საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 4 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1028-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რაოდენობა 4-ით გაიზარდა და 899-ს შეადგენს.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 5627 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 228.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები