ანრი ოხანაშვილი: ოკუპანტებს საქართველოს წარმატება არ ახარებთ
“სახელმწიფო, რომელსაც ჰქვია ოკუპანტი, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას აბუჩად იგდებს და საერთაშორისო სამართალს ანგარიშს არ უწევს, ის ყველაფერს იკადრებს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
„ჩვენი ქვეყანა განაგრძობს წარმატებით წინსვლას დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით, ჩვენი ქვეყანა აგრძელებს წინსვლას დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის შემდგომი გაძლიერების, ეს ოკუპანტებს არ ახარებთ, თუმცა ჩვენ მათ იმედებს ყოველ ჯერზე გავუცრუებთ. ჩვენი ქვეყნის ოკუპანტს, რომელიც არღვევს ყველანაირ ცივილურ პრინციპს, რომელიც ჩვენმა ცივილურმა საზოგადოებამ აქამდე მოიტანა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვუპასუხებთ ადეკვატურად საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად და არც ერთი ნაბიჯით უკან არ დავიხევთ. მათ არ ახარებთ საქართველოს წარმატება, წარმატებული დაწესებულებების პოზიტიური, კარგი მუშაობა ისევ და ისევ ჩვენი საზოგადოების ინტერესებისთვის. ეს არის მტრულად განწყობილი სახელმწიფოს ინტერესი სხვა არაფერი“, – განაცხადა ოხანაშვილმა.