ანა გაბეჩავა: გამოძიებას კითხვები არ ჰქონია, ჩემი სოციალური ქსელები შეამოწმეს
გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთმა მოწმემ, ანა გაბეჩავამ შსს-დან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მისივე თქმით, გამომძიებლებმა მხოლოდ მისი სოციალური ქსელები შეამოწმეს.
„კითხვები არ დასმულა. უბრალოდ ჩემი სოციალური ქსელები შეამოწმეს… ინსტაგრამი”, – განაცხადა ანა გაბეჩავამ.
ცნობისთვის, ანა გაბეჩავა შსს-ში დაახლოებით 6 საათის განმავლობაში იმყოფებოდა. ასევე დღეს, შსს-ში იმყოფებოდა 18 ივნისის წვეულების მონაწილე ერთ-ერთი არასრულწლოვანი პირი ნ.ხ. ადვოკატის მტკიცებით, კითხვები არ დასმულა ნ.ხ-სთან მიმართებითაც და საგამოძიებო მოქმედებები არასრულწლოვნის კუთვნილ ტელეფონში არსებული მიმოწერის მიზნით ჩატარდა.