“გახელაძესთან დაკავშრებით დღეს სახელმწიფოს ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი, პირველ რიგში, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა ამოქმედებულია”
“გახელაძესთან დაკავშირებით დღეს სახელმწიფოს ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი და რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა არის ამოქმედებული”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის საკითხი, რომელსაც სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ, რათა პროცესს ხელი არ შეეშალოს.
„ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ გვქონდა სამწუხაროდ ასეთი შემთხვევა და ყველამ კარგად ნახა, რომ ესეც ის საკითხია, რომელსაც ზოგ შემთხვევაში სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ, რომ პროცესს ხელი არ შევუშალოთ. ყველას კარგად გვესმის, რომ ეს ჩვენი მოქალაქე ჩვენი ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა. ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა მისი ჯანმრთელობა, სიცოცხლე და მისი სახლში დაბრუნება. ამიტომ, დღეის მდგომარეობით, ყველა ინსტრუმენტი, რომელიც სახელმწიფოს ხელთ არსებობს და პირველ რიგში, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა, ამოქმედებულია”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.