ირაკლი კოვზანაძე: ეროვნული ბანკი უნდა იყოს პრევენციული მონეტარული ინსტრუმენტების გამოყენებაში

„მაღალი ინფლაცია და ზედმეტად გაუფასურებული ლარი არის ის, რაც საქართველოს მოსახლეობას აწუხებს. ეროვნული ბანკი უნდა იყოს პრევენციული მონეტარული ინსტრუმენტების გამოყენებაში“, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ეროვნული ბანკის 2019 წლის ანგარიში მოისმინეს.

“შედეგად, გვაქვს ის, რომ ლარი იმაზე მეტადაა გაუფასურებული (არამარტო 2019 წელს არის ეს სურათი), ვიდრე ქვეყნის ეკონომიკა ამას განაპირობებს და ეს გაუფასურება გადაეცემა ფასების ზრდას, თუმცა, ამ საკითხზე ეროვნულ ბანკს აქვს თავისი ახსნები, სხვადასხვა ტიპის შოკები, მათ შორის, ტურისტული და სხვა“, -განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანა ფასების სტაბილურობაა.

მისი თქმით, ამ პასუხისმგებლობის ფონზე ინფლაციასთან ბრძოლა 2019 წელს პრობლემური იყო. ​

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები