გიორგი გახარია: თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი ბინები მოქმედ და ყოფილ სამხედროებს კერძო საკუთრებაში გადაეცემათ

“თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი ბინები მოქმედ და ყოფილ სამხედროებს კერძო საკუთრებაში გადაეცემათ”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, საუბარია რამდენიმე ათას ბინაზე და საკითხი კომისიური წესით განიხილება.

„თავდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მისი უწყებრივი ბინები როგორც დღეს თავდაცვის სამინისტროში მომსახურე ჩვენს სამხედროებს, ასევე ყოფილ სამხედროებს კერძო საკუთრებაში გადაეცემათ. ეს საკითხი კომისიური წესით იქნება განხილული. საუბარია რამდენიმე ათას ბინაზე საუბარი. რა თქმა უნდა, ეს ადრეც გასაკეთებელი იყო და აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს იქნა მიღებული“, – განაცხადა პრემიერმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები