“თიბისი” საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემიის “სასტუმროს ოთახების მართვის“ პროგრამის მხარდამჭერი გახდა

“თიბისი” საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემიის “სასტუმროს ოთახების მართვის“ პროგრამის მხარდამჭერი გახდა. მხარდაჭერის ფარგლებში,30 პროფესიონალი – მათ შორის “თიბისის” პარტნიორი10 სასტუმროს წარმომადგენელი გადამზადების 18-კვირიან პროგრამას გაივლის და სასტუმროების ოთახების მართვის მიმართულებით კვალიფიკაციას აიმაღლებს.

აღნიშნული პროგრამა შემუშავებულია მსოფლიოში ერთერთიწამყვანი შვეიცარიული მასპინძლობის სკოლის- SHL-ის მიერ. ეს პროგრამახორციელდება დარგის წამყვანი კომპანიების, გაეროს მსოფლიოს ტურიზმის ორგანიზაციისა და სხვა საერთაშორისო პარტნიროების მხარდაჭერით.

პროგრამის კურსდამთავრებულები საქართველოსა და შვეიცარიული მასპინძლობის სკოლა SHL-ის მიერ აღიარებულ საერთაშორისო სერთიფიკატს მიიღებენ.

საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის თანამშრომლობით დაარსდა.
ქვეყანაში ტურიზმის დაფინანსებისა და მხარდაჭერის მიმართულებით, “თიბისი” ლიდერი ბანკია. არსებულრთულპერიოდშითიბისიპარტნიორებს ტურიზმისსფეროდან, მათზემაქსიმალურად მორგებული დამოქნილიპირობებითეთანამშრომლება. გარდა ამისა, თიბისი კაპიტალი რეგულარულად აწვდის მათ განახლებებს ტურიზმის სექტორში მიმდინარე პროცესებისა და ტენდენციებისშესახებ, რაც მათ სწორ დაგეგმარებაში ეხმარებათ.

„ტურიზმი ქვეყნის ეკონომიკისმნიშვნელოვანი ქვაკუთხედია, სწორედ ამიტომ, ის თიბისისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. არსებული გამოწვევებისა და სირთულეების პერიოდში, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამ სფეროში კვალიფიციური, მაღალი დონის კადრების არსებობა იმისთვის, რომ საზღვრების გახსნის შემდეგ საქართველო კიდევ უფრო მეტი ტურისტისთვის იყოს სასურველი მიმართულება და ქართულმა სასტუმროებმა ხარისხიანი მომსახურება გაუწიონ როგორც უცხოელ, ასევე ადგილობრივ სტუმრებს. სწორედ ამიტომ საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემიის პროგრამის მხარდაჭერა ვფიქრობთ რომ ინდუსტრიისთივის არის ძალიან დროული და რელევანტური “, – განაცხადა ლევან შავკაციშივილმა, “თიბისი ბანკის” კორპორატიული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის უფროსმა.

აღნიშნული პროექტი “თიბისის” კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ხორციელდება და ტურიზმის სფეროში პროფესიონალიზმის ამაღლებას ემსახურება.

R

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები