გია ვოლსკი: ბორდერიზაციის პროცესი არის გამოხატულება იმ ბოროტი სახისა, რაც ოკუპაციას აქვს
“ბორდერიზაციის პროცესი არის გამოხატულება იმ ბოროტი სახისა, რაც ოკუპაციას აქვს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ ოკუპაციის თემაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთმა პოლიტიკური და ეკონომიკური ფასი უნდა გადაიხადოს.
„შეკითხვა ორნაირად ისმის: ერთი მართლა შეწუხებული ადამიანებისგან და მეორე ადამიანებისგან, რომლებიც ნიშნის მოგებით ცდილობენ, გამოიხედონ ჩვენკენ ან მიგვითითონ ადამიანებს, ვინც ყოველდღიურად მუშაობს იმისთვის, რომ დაიხსნას ეს ხალხი და რუსეთმა ეკონომიკური და პოლიტიკური ფასი გადაიხადოს იმ დანაშაულში, რაც საქართველოს წინაშე მიუძღვის. ადამიანები არიან დაჭერილები, დაჭრილები. საერთოდ, ეს ბორდერიზაციის პროცესი არის გამოხატულება იმ ბოროტი სახისა, რაც ოკუპაციას აქვს”, – განაცხადა ვოლსკიმ.