თელავის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი 10 თვის ბავშვს დაუდასტურდა

თელავში, სოფელ ყარაჯალაში კორონავირუსი 10 თვის ბავშვს დაუდასტურდა. დაავადებათა კონტროლის კახეთის განყოფილების ხელმძღვანლის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, დაინფიცირებული თელავის ბავშვთა საავადმყოფოში დიარეითა და ტემპერატურით შეიყვანეს და, ამ ეტაპაზე, მისი მდგომარეობა სტაბილურია.

“გუშინწინ საღამოს შემოყვანილი იქნა ბავშვი, ექვემდებარებოდა ტესტირებას და მივიღეთ პასუხი – დადებითი. რა თქმა უნდა, ჩვენ მაშინვე დავიწყეთ მუშაობა ამ შემთხვევაზე და ეპიდემიოლოგები ყველა კონტაქტს იკვლევენ”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

ამ ეტაპზე, ბავშვის დაინფიცირების წყარო უცნობია. გამოკვლეულია 11 კონტაქტი, რომლის ტესტირების პასუხებიც ხვალ, დილით გახდება ცნობილი. დაინფიცირებული თბილისში, შესაბამის კლინიკაში გადის მკურნალობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები