პრეზიდენტი: ზუგდიდი და მცხეთა არის ის ორი წმინდა ადგილი, რომელიც ყველა ქართველმა უნდა დაათვალიეროს და მოილოცოს

“ჩვენ უნდა მივხედოთ რელიგიურ ტურიზმს, ეს არის ერთერთი ადგილი, სადაც უნდა ჩამოვიდნენ არა მხოლოდ ქართველი მომლოცველები, არამედ – უცხოელებიც”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ზუგდიდში ვლაქენობის დღესასწაულზე წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა.

,,მინდა, საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღესასწაული – ვლაქენობა, ეს არის უდიდესი დღესასწაული ჩვენი ქვეყნისთვის. ზუგდიდი და მცხეთა არის ის ორი წმინდა ადგილი, რომელიც ყველა ქართველმა უნდა დაათვალიეროს და მოილოცოს. მე ვუსურვებდი ყველას, ერთხელ მაინც დაესწრონ ვლაქენობას და ინახულონ ღვთისმშობლის კვართი, ეს ერთერთი უდიდესი სიწმინდეა, რომელიც ასევე გვაერთიანებს აფხაზეთთან. ჩვენ უნდა მივხედოთ რელიგიურ ტურიზმს, ეს არის ერთერთი ადგილი, სადაც უნდა ჩამოვიდნენ არა მხოლოდ ქართველი მომლოცველები, არამედ – უცხოელებიც. საქართველო შეიძლება, გახდეს ერთერთი უდიდესი რელიგიური ტურიზმის ადგილი, ამაზე უნდა იმუშაოს ტურიზმის სააგენტომ, საპატრიარქომ და ჩემი ყველანაირი მხარდაჭერა ექნებათ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტი ზუგდიდში ვლაქერნობის დღესასწაულს ესწრება. ვლაქერნობას, როგორც საერთო-სახალხო დღესასწაულს, მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ჩაეყარა საფუძველი. ქრისტიანული სიწმინდეების სანახავად მართლმადიდებელი მორწმუნეები ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან ჩამოდიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები