“​პირველად, საქართველოს ისტორიაში, შვილმკვდარმა დედამ მიმართა სახალხო დამცველს, დაიცვას დაზარალებული ოჯახი ოპოზიციის მხრიდან მომდინარე ფსიქოლოგიური ძალადობისგან”

“​პირველად საქართველოს ისტორიაში, შვილმკვდარმა დედამ მიმართა სახალხო დამცველს, დაიცვას დაზარალებული ოჯახი ოპოზიციის მხრიდან მომდინარე ფსიქოლოგიური ძალადობისგან”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” კონსულტანტმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

“ერთი შეხედვით, საოცარი, ანომალიური ამბავია, მაგრამ თუ გავიხსენებთ, რომ დღევანდელი ოპოზიცია და მისი მედია, სრული შემადგენლობით, დაკომპლექტებულია საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე სახიფათო და ადამიანის მოძულე პოლიტიკური ძალის – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თვალსაჩინო წარმომადგენლებით, ყველაფერი თავის ადგილზე დადგება და ანომალია ნორმად მოგეჩვენებათ”, – აღნიშნა ნაცვლიშვილმა.
​ცნობისათვის, გიორგი შაქარაშვილი ოჯახი სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას შეხვდა. შეხვედრისას დაზარალებულებმა სახალხო დამცველს “მთავარი არხის” მხრიდან ბულინგის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. ნინო ლომჯარიამ ყველა მედიასაშუალებას თემის ეთიკური ნორმების დაცვით გაშუქებისკენ მოუწოდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები