ამირან გამყრელიძე: კორონავირუსით ინფიცირებული აბიტურიენტი, ჯერჯერობით, გამოცდებზე ვერ გავა, საბოლოო გადაწყვეტილებას განათლების სამინისტრო მიიღებს

“კორონავირუსით ინფიცირებული აბიტურიენტი ახლა პაციენტია, რომელიც მკურნალობას გადის და, შესაბამისად, ის გამოცდაზე ვერ გავა”, – ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ კითხვას – რატომ არ შეიძლება, რომ ინფიცირებული აბიტურიენტი სხვა გამოცდაზეც გავიდეს.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ამასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას განათლების სამინისტრო მიიღებს.

„ეს აბიტურიენტი დღეს გახლავთ პაციენტი, ავადმყოფია, ის ინფიცირებულია და გადის მკურნალობას. მიუხედავად იმისა, რომ მისი ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და იმედია, რომ ის სრულად მალე გამოჯანმრთელდება, ის დღეს პაციენტია და გადის მკურნალობას სამედიცინო დაწესებულებაში. ამიტომ, ჯერჯერობით, რა თქმა უნდა, ის გამოცდებზე ვერ გავა, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას, მას შეეძლება თუ არა გასვლა, რადგან მას ერთი გამოცდა ჩაბარებული აქვს, მიიღებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო”, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები