თამარაშვილის ქუჩაზე დაავადებული და ხმობადი ფიჭვები იჭრება
“დედაქალაქში დაავადებული და ხმობადი ფიჭვების სანიტარიული ჭრის პროცესი გრძელდება”, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით, თამარაშვილის ქუჩაზე, მე-11 კორპუსის მიმდებარედ არსებულ გამწვანებულ ზოლსა და ფერდობზე 35-მდე დაავადებული და ხმობადი ფიჭვის მოჭრა მიმდინარეობს.
“ამ ეტაპისთვის, უკვე მოიჭრა ხუთი ფიჭვი და სამი კედარი.
თითოეული მოჭრილი ხე ახალი ნარგაობით ჩანაცვლდება. გამწვანებულ თარგებში 50-მდე ხე და 50-მდე ბუჩქი დაირგვება. აღნიშნულ ტერიტორიებზე, მოვლისა და აღდგენის მიზნით, ხეებზე სხვლა-ფორმირების სამუშაოებიც განხორციელდა.
სანიტარიული ჭრები დედაქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე ეტაპობრივად გაგრძელდება.
სამუშაოებს შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ განახორციელებს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.