სოფო გორგოძე: დღევანდელ გამოცდაზე ხუთ აბიტურიენტს მომატებული ტემპერატურა დაუფიქსირდა

“საქართველოს მასშტაბით, დღევანდელ გამოცდაზე მომატებული ტემპერატურა ხუთ აბიტურიენტს დაუფიქსირდა”, – ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აბიტურიენტები სარეზერვო სექტორში მოთავსდნენ.

„დღეს ისტორიის გამოცდა მიმდინარეობს ორ სესიად. უკვე დასრულდა პირველი სესია და მალე დაიწყება მეორე. საბედნიეროდ, მეორე სესიაზე აბიტურიენტებს, განსაკუთრებით თბილისში, მაღალი ტემპერატურა არ შეაწუხებთ.

დღეს მთელი საქართველოს მაშტაბით გვაქვს ხუთი შემთხვევა, როცა დაფიქსირდა ტემპერატურა. ეს აბიტურიენტები სარეზერვო სექტორში განვათავსეთ. ეს სარეზერვო სექტორი არის სწორედ იმ აბიტურიენტებისთვის, ვისაც ტემპერატურა დაუფიქსირდა.

მათ შემდეგ გამოცდაზე მოუწევთ ტესტის წარდგენა, რომ მათ არ აქვთ „კოვიდ-19“, – განაცხადა სოფო გორგოძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები