პაატა ზაქარეიშვილი ჟურნალისტთა საერთაშორისო გაერთიანებაში აფხაზეთის წევრად მიღებაზე: ესაა სიგნალი, რამდენად ვაპირებთ ასე არაფრის კეთებით კონფლიქტის მოგვარებას

“რუსეთი ხელს უწყობს მსგავს ნაბიჯებს და, ასევე, ხელს უშლის, რომ არ აღიარონ აფხაზეთის დამოუკიდებლობა – რუსეთს უნდა აფხაზეთის ანექსია და არა – დამოუკიდებლობის აღიარება”, – ასე გამოეხმაურა კონფლიქტოლოგი, პაატა ზაქარეიშვილი “აფხაზეთის ჟურნალისტთა კავშირის” საერთაშორისო ჟურნალისტურ გაერთიანებაში წევრად მიღებას.

მისი თქმით, ასეთ ორგანიზაციებში მიღებით შეიძლება, დაიწყოს გარკვეული პროცესები და მისი გაკონტროლება რთული იქნება.

“პროცესი, უნდა ვაღიაროთ, რომ არის გარდაუვალი. თუ ჩვენ ვაპირებთ კონფლიქტის მოგვარებას, მსგავსი შემთხვევები ამას გაართულებს. ჟურნალისტთა საერთაშორისო გაერთიანება არ არის სახელმწიფოთა გაერთიანება, მსგავსი არასამთავრობო ორგანიზაციები ათასობითაა. მათ არავითარი ვალდებულება არ აქვთ საერთაშორისო სამართლის წინაშე. რუსეთი ხელს უწყობს მსგავს ნაბიჯებს და, ასევე, ხელს უშლის, რომ არ აღიარონ აფხაზეთის დამოუკიდებლობა. რუსეთს უნდა აფხაზეთის ანექსია და არა – დამოუკიდებლობის აღიარება.

არასამთავრობო სტრუქტურების მიერ აფხაზეთის აღიარება რუსეთისთვის მისაღებია, რათა ამით გულს უფხანს და უგებს აფხაზეთის საზოგადოებას. თუ ასე მივუშვით სიტუაცია და არ მოვინდომეთ კონფლიქტების მოგვარება, ასეთ ორგანიზაციებში შეიძლება, დაიწყოს გარკვეული პროცესები და მისი გაკონტროლება რთული იქნება. ესაა სიგნალი, რამდენად ვაპირებთ ასე არაფრის კეთებით კონფლიქტის მოგვარებას”, – აცხადებს ზაქარეიშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები