რუსთავის “ცხელების ცენტრიდან” პაციენტი გაიქცა

რუსთავის “ცხელების ცენტრიდან” მამაკაცი გაიქცა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” კლინიკაში განუცხადეს.
მამაკაცი რუსთავის “ცხელების ცენტრში” საკარანტინე სივრციდან შეიყვანეს. მას კორონავირუსით ინფიცირება არ დაუდასტურდა, თუმცა მამაკაცი კარანტინში უნდა დაბრუნებულიყო.

კლინიკის დირექტორის პაპუნა ბახტაძის განცხადებით, პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა და მას ეგონა რომ თავისუფალი იყო. მისივე განმარტებით, ანალიზის პასუხის გაგების შემდეგ მამაკაცმა თვითნებურად დატოვა სამედიცინო დაწესებულება.

“რადგან კორონავირუსი არ დაუდასტურდა, ეგონა თავისუფალი იყო და წავიდა კლინიკიდა. მომხდარის შესახებ, რა თქმა უნდა უკვე ინფორმირებულია საპატრულო პოლიცია და ოჯახიც”, – თქვა ბახტაძემ

მამაკაცი რუსთავის “ცხელების ცენტრში” საკარანტინე სივრციდან შეიყვანეს. მას კორონავირუსით ინფიცირება არ დაუდასტურდა, თუმცა ის კარანტინში უნდა დაბრუნებულიყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები