მდინარე რიონში 4 დღის წინ გაუჩინარებული კაცის ცხედარი იპოვეს

სამტრედიაში 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შედეგად მაშველებმა, მდინარე რიონში, 72 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
კაცი რამდენიმე დღის წინ გაუჩინარდა, გარდაცვლილის შვილის ინფორმაციით, მამამისი სახლიდან 9 ივლისს, საღამოს გავიდა და მას შემდეგ აღარ უნახავთ. მოგვიანებით, მამაკაცის ტანსაცმელი მდინარე რიონის სანაპიროზე იპოვეს, რის შემდეგაც სამძებრო სამუშაოები მდინარეში დაიწყო.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში “რეგიონულ კვირას” განუცხადეს, რომ სამძებრო სამუშაოებში სამტრედიისა და ქუთაისის სამაშველო ბრიგადები იყო ჩართული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები