დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სახლს კიდევ 126 ეკომიგრანტი ოჯახისთვის შეისყიდის
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სახლს კიდევ 126 ეკომიგრანტი ოჯახისთვის შეისყიდის.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ცნობით, ეკომიგრანტი ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელმა კომისიამ 317 განაცხადი, კრიტერიუმების შესაბამისად, განიხილა და 126 სახლის შესყიდვის თაობაზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო.
“აღნიშნულ ოჯახებს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, საცხოვრებელი ფართის შერჩევისთვის ერთთვიანი ვადა ეძლევათ. სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს სახლსა და საკარმიდამო მიწის ნაკვეთს, 25 000 ლარის ფარგლებში, შეუსყიდის.
2020 წლის ბოლომდე, სააგენტო, ჯამში, უსაფრთხო გარემოში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 180 ოჯახს განასახლებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.