თბილისში, მუხიანში აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

თბილისში, მუხიანის დასახლებაში აფეთქება მოხდა. გარდაცვლილია ერთი ადამიანი. არსებული ინფორმაციით, აფეთქება ერთსართულიან შენობაში მოხდა.  შემთხვევის შედეგად ხანძარი არ ყოფილა.

აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები