საჯავახოსა და გომის ადმინისტრაციულ ერთეულებში გზებზე ბეტონის საფარის დაგება დღის ბოლომდე დასრულდება

 

 

რიონის ქუჩაზე, საჯავახოს ადმინისტრაციულ ერთეულში, რკინიგზის გადასასვლელი ხიდიდან სკოლის მიმართულებით და გომის ადმინისტრაციულ ერთეულში, წმინდა გიორგის ეკლესიის მიმართულებით, ასფალტ-ბეტონის და ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები დღის ბოლომდე დასრულდება.

როგორც “რეგიონულ კვირას” სამტრედიის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში ფინანსდება და მას ტენდერში გამარჯვებული კომპანიები ,,არქეოპოლისი” და ,,გიანი” ასრულებენ.

“სამუშაოების მიმდინარეობას დილიდან ადგილზე აკვირდებიან, მუნიციპალიტეტის მერი – ვალერი ფოცხვერია და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი – ზურა გოგია. როგორც მერმა განმარტა, ხარისხი უმნიშვნელოვანესია და გამორიცხულია თუნდაც უმნიშვნელო ხარვეზით რომელიმე ობიექტი მიღებული იქნას”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები