სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია საბურთალოს რაიონში, გეოგრაფიული ობიექტისთვის ბექა ფილფანის სახელის მინიჭებაზე იმსჯელებს

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი, საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი წევრი დავით უთმელიძე და ამავე რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე ალექსანდრე ყაზბეგის N 1-3 ში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდნენ.​
თბილისის საკრებულოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე, კორპუსებს შორის არსებულ სკვერს აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ბექა ფილფანის სახელი მიენიჭება.
ბექა ფილფანი საბურთალოს რაიონში დაიბადა, გაიზარდა და ამავე რაიონში მდებარე საზოგადოებისთვის ცნობილი “ბექას” ქუჩა სწორედ მის სახელს ატარებს.
​გამომდინარე იქედან, რომ ქუჩის სახელდება ოფიციალურად არ მომხდარა და მას სახელი მოსახლეობამ საკუთარი სურვილით მიაკუთვნა, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია საკითხზე მსჯელობისას არსებულ გარემოებას გაითვალისწინებს და ქუჩას ბექა ფილფანის სახელს ოფიციალურად მიანიჭებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები