“რაც შეეხება ჩვენს პარტნიორებს, ბევრი მათგანი შემჩნეულია ღიად ჩვენი ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ახლო კავშირში – ბიძინა ივანიშვილი არის სტაბილურობისა და მშვიდობის გარანტი”

„ჩვენ მოვისმინეთ აღმაშფოთებელი შეფასება, თითქოს, ბატონი ივანიშვილი წარმოადგენს დესტაბილიზაციის წყაროს, ადამიანს, რომელიც დღეს ამას იტყვის,  უბრალოდ, წარმოდგენა არ აქვს, რა ხდება დღეს საქართველოში“, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ საერთაშორისო პარტნიორებსა და მათი მხრიდან ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებების შეფასებისას აღნიშნა.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ბევრი მათგანი შემჩნეულია ღიად ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ახლო კავშირში და, აქედან გამომდინარე, ეს პირდაპირ მიანიშნებს მათ მიკერძოებულობაზე. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ზოგიერთი მათგანის მხრიდან ჩანს აბსოლუტური არაკომპეტენტურობა და ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეების აბსოლუტური არცოდნა.

“თუ გადავხედავთ ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პერიოდს, ბოლო 8 წელს, ის არის სტაბილურობისა და მშვიდობის გარანტი ქვეყანაში, ვინაიდან მისმა მმართველობამ მოიტანა ქვეყანაში ერთადერთი, უნიკალური, იშვიათი რვაწლიანი მშვიდობიანი მმართველობის ხანა”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები