მარინა ეზუგბაია: კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევიდან ერთის ინფიცირების წყარო უცნობია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევიდან ერთის ინფიცირების წყარო უცნობია. ხოლო რაც შეეხება დანარჩენ 4 შემთხვევას, მისი განცხადებით, 3 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, 1 კი საკარანტინე სივრციდანაა.

„დაგვემატა კვლავ 5 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელებული მხოლოდ 2-ია. ამ ეტაპზე, კოვიდცენტრებშია 112 პაციენტი. 5 ახალი შემთხვევიდან 3 არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, 1 არის საკარანტინო სივრციდან, დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, 1 შემთხვევის ეპიდემიოლოგიური კვლევა კი გრძელდება ინფექციის წყაროს დადგენის მიზნით.
ინფექციურში მკურნალობას 23 პაციენტი აგრძელებს, მათგან 2 ახალია. მათი მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია და არცერთთან დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები