ლევან დავითაშვილი: არსებულ ვითარებაში, ასეთ ფასად ასეთი ჭარბი რაოდენობის ყურძნის დაბინავება არის მაღალი სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა და სპეკულირება არამართებულია

“არსებულ ვითარებაში, ასეთ ფასად ასეთი ჭარბი რაოდენობის ყურძნის დაბინავება არის მაღალი სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა და სპეკულირება არამართებულია”, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავიათაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ყველგან დაბინავების პრობლემაა; არსებობს ტევადობების პრობლემა, რომ ყურძენი ჩაიწუროს და ღვინო იწარმოოს.

„წელს რთველზე “რქაწითელისა” და “კახური მწვანის” ყურძნის ფასი იქნება მინიმუმ 80 თეთრი. ბევრი სპეკულაცია შეიძლება, იყოს. ბევრმა შეიძლება, თქვას, რომ ფასი უნდა იყოს ესა თუ ის რიცხვი გამომდინარე იქედან, რომ წინა წლებში ფასი შეიძლება, ყოფილიყო უფრო მაღალი ან უფრო დაბალიც კი.
ჩვენ მევენახეობის სექტორში დღეს გვაქვს ძალიან რთულ ვითარება. ეს არ ეხება მხოლოდ საქართველოს. ეს ეხება ევროპის წამყვან ღვინის მწარმოებელ ქვეყნებს, ისეთებს, როგორებიცაა ესპანეთი, იტალია, საფრანგეთი, რომლებიც მსოფლიო ღვინის წარმოების 70 %-ზე მეტს აწარმოებენ. დღეს ყველგან არის დაბინავების პრობლემა; არსებობს ტევადობების პრობლემა, რომ ყურძენი ჩაიწუროს და იწარმოოს ღვინო.
ასეთ რთულ ვითარებაში ის, რომ ჩვენ მინიმალური გარანტიები შევქმენით ქართველი მევენახე ფერმერებისთვის, ვფიქრობ, არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა და სოლიდარობა ქართული საზოგადოებისა, რადგან ეს არის ქართველი გადასახადის გადამხდელების მიერ აკუმულირებული თანხა. ეს არის სოლიდარობა მევენახე ფერმერებისთვის, რომ მათი საქმიანობა დღეს იყოს დაფასებული და ნაკლები პრობლემებით გაიარონ 2020 წლის სეზონი.

კონიუნქტურა არის საკმაოდ მძიმე; ზოგადად, ვითარება საკმაოდ რთულია; რამდენიმე თვეს საქართველოში ჰორეკას სეგმენტი – სასტუმროები და რესტორნები დაკეტილი იყო. ჩვენს სამეზობლოში, პანდემიიდან გამომდინარე, ვითარება კიდევ უფრო მძიმეა და შეზღუდვების რეჟიმი ჯერ კიდევ გრძელდება.
ჩვენ ის ზრდა, რაც ექსპორტის კუთხით ბოლო წლების განმავლობაში გვქონდა რაოდენობაში და რაც პრემიერმაც აღნიშნა, შეიძლება, წელს ვერ მივიღოთ – ეს ერთი და მეორე, ჩვენი ნედლეულის წარმოება იყო სწორედ ამ ზრდაზე დამოკიდებული. ჩვენ ყოველწლიურად 10-12%-ით მეტი ყურძნის წარმოება გვაქვს, რადგან ბოლო წლებში ინტენსიურად ვაშენებდით ვენახებს. ეს იყო მოტივი ინდუსტრიისთვის და რამდენიმე ათეული კომპანიიდან ჩვენ დღეს მივიღეთ 300-მდე ღვინის მწარმოებელი კომპანია, ხოლო რაოდენობაში 2020 წელს ეს არის, დაახლოებით, 300 000 ტონა ინდუსტრიულად გადასამუშავებელი ყურძენი.

დღეს არსებულ ვითარებაში, ასეთ ფასად ასეთი ჭარბი რაოდენობის ყურძნის დაბინავება არის მაღალი სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა რასაც საქართველოს მთავრობა იჩენს და სპეკულირება არის აბსოლუტურად არამართებული“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები