“ზოგჯერ საერთო საჭიროება უფრო მაღლა უნდა დავაყენოთ, ვიდრე ჩვენი – პერსონალური”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2″ – ის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, შექმნილმა ვითარებამ მნიშვნელოვნად შეცვალა თითოეული ადამიანის ცხოვრება და გეგმები.
„მესმის, ადამიანებს ძალიან უჭირთ, შეცვალონ თავიანთი გეგმები, თუმცა თითოეულ ჩვენგანს მეც, თქვენც, ჩვენ ირგვლივ მყოფ ადამიანებს წელს მოგვიწია გეგმების შეცვლა გამომდინარე იქედან, რომ არსებობს საერთო საჭიროება”, – განაცხადა ნათია თურნავამ.
მინისტრმა ასევე ვრცლად ისაუბრა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე ევროპის ხუთი სახელმწიფოსთვის: საფრანგეთი, გერმანია, ესტონეთი, ლიეტუვა და ლატვია – საზღვრების უპირობოდ გახსნის თაობაზე.