“რადიკალური ოპოზიცია ხშირად ამბობს, რომ საქართველოში კრიმინალური მდგომარეობაა, რეალურად, უსაფრთხო ქვეყნების მსოფლიო რეიტინგში საქართველო მე-4 ადგილზე, ხოლო ევროპაში 1-ელ ადგილზე გავიდა”
“საზოგადოებას ხშირად ესმის რადიკალური ოპოზიციის ერთერთი მთავარი მოდელირებული მესიჯი, რომლის მიხედვითაც თითქოს საქართველოში საშინელი კრიმინალური მდგომარეობაა. რეალურად კი უსაფრთხო ქვეყნების მსოფლიო რეიტინგში საქართველო მსოფლიოს მე-4 ადგილზე, ხოლო ევროპაში 1-ელ ადგილზეა”, – ამის შესახებ ექსპერტი, ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, 2012 წელს საქართველო რეიტინგში მე-20 ადგილზე იმყოფებოდა.
“საზოგადოებას ხშირად ესმის რადიკალური ოპოზიციის ერთერთი მთავარი მოდელირებული მესიჯი, რომლის მიხედვითაც თითქოს საქართველოში საშინელი კრიმინალური მდგომარეობაა და რომ 2012 წლის შემდეგ ქვეყანა გასული საუკუნის ბნელ 90-იან წლებს უბრუნდება.
ახლა კი ვისაუბროთ ფაქტებით და გავიგოთ, როგორია რეალური სურათი:
მსოფლიოს მოწინავე სარეიტინგო პლატფორმა, Nubeo-მ კრიმინალისაგან თავისუფალი, უსაფრთხო ქვეყნების მსოფლიო რეიტინგს წელიწადში ორჯერ აქვეყნებს, მათ ამჯერად 2020 წლის პირველი ნახევრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს, რომლის მიხედვითაც უსაფრთხო ქვეყნების მსოფლიო რეიტინგში საქართველო მსოფლიოს
133 ქვეყანას შორის მე-4 ადგილზე გავიდა!
ევროპაში კი 1-ელ ადგილზეა!
ცნობისათვის, 2012 წელს საქართველო რეიტინგში მე-20 ადგილზე იმყოფებოდა!
დასკვნა: ნათლად ჩანს თავად “კრიმინალური ოპოზიციის” კიდევ ერთი “ფეიკ” ნიუსი”, – წერს მეტრეველი.