“იმ 5 ქვეყანას, რომელსაც საზღვარი უპირობოდ გავუხსენით, გულისხმობს რომ ამ ქვეყნის მოქალაქეები, ყოველგვარი კარანტინის და თვითიზოლაციის გარეშე საქართველოში შემოსვლას შეძლებენ”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში ჩამომსვლელებმა გამომგზავრებამდე სპეციალური სააპლიკაციო ფორმა უნდა შეავსონ.
“იმ 5 ქვეყანას, რომელსაც საზღვარი უპირობოდ გავუხსენით, ეს გულისხმობს რომ ამ ქვეყნის მოქალაქეები, რეზიდენტები შეძლებენ ყოველგვარი კარანტინის და თვითიზოლაციის გარეშე საქართველოში შემოსვლას, გამომგზავრებამდე მათ უნდა შეავსონ სპეციალური სააპლიკაციო ფორმა, სადაც მითითებული იქნება მათი საქართველოში ყოფნის მისამართი, ტელეფონი, 112-ის სამსახური, მათთან კომუნიკაციაში იქნება, ჯანმრთელობის კუთხით პრობლების შექმნის შემთხვევაში, რომ იყოს მათზე მყისიერი რეაგირება”, – განაცხადა მინისტრმა.
ცნობისთვის, საქართველო გერმანიას, საფრანგეთს, ლატვიას, ლიეტუვასა და ესტონეთს საზღვრებს გაუხსნის.